Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის ახალი ნომრისთვის

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ (sjss.tsu.ge) აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის ახალი ნომრისთვის.

ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან ორი, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის/კურსდამთავრებულის მიერ შესრულებულ სტატიას. ერთ ნომერში შეიძლება გამოქვეყნდეს სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად ან თანაავტორობით შესრულებული ერთი სტატია. 


რედაქციაში შემოსული სამეცნიერო სტატია ან მისი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება განხილვიდან და ავტორის მიერ მოწოდებული სხვა ტექსტები შემდგომში აღარ მიიღება.


რედაქცია გამოსაქვეყნებლად მიიღებს 2500-დან და 4000 სიტყვამდე (დანართისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით) მოცულობის ტექსტს. იხილეთ ინსტრუქცია ავტორთათვის (https://sjss.tsu.ge/?cat=sarsab&leng=ge)

ჟურნალში წარმოდგენილი სამეცნიერო სტატია გაივლის შიდა რეცენზირებას საუნივერსიტეტო სივრცის შესაბამისი დარგის წარმომადგენელთან. გამოქვეყნებამდე ავტორს, შესაძლოა, რამდენჯერმე მოუხდეს სტატიის გადამუშავება.


სამეცნიერო სტატიები მიიღება 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. სტატიები შესაბამის ველში („სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“) უნდა აიტვირთოს შემდეგ ბმულზე https://e-learning.tsu.ge/course/view.php?id=6710#section-1 


დაგვიანებით ან მითითებული ინსტრუქციის გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge